შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

,,ვალადო!" (ჯავახეთს...)

,,-ვალადო!
გავიდეთ, რას უცდი?!
ვალადო, გვეძახის ჯავახეთ!"-
ქროლვისგან დახუთულ რაშს ვუწვდი
მზა თივას- მნებდება...
,,-ჩავალთ, ხედს

დავლაშქრავთ, მწველ მზერით! მოჰგვიან,
ქარები ფანტელებს, ჰაი, მთებს...
რომ კვნესის- ბებერი თმოგვია!-
გვეძახის! გვეძახის!
ჰაიდე!

ვალადო, მქცევია, ო, ,,ლომკად",-
თარეში, ტბის პირას,- ფარავნის!
გასწი და დავჭექოთ ორლოვკას!
იქნებ და არავის არ ავნოს-

დაშბაშის შხეფების სამსალამ!"
გავხედნე ულაყი და ვჭედე-
მატაროს! ორს- არა! სამს- არა!-
ო, ნეტავ, ას ნაბიჯს დავჯერდე!

ვაოკო ცხოველი მადა, თან,
აქ ყვლგან მთებია! ვარ ჩია...
,,-დავეცეთ, დავეცეთ მადათაფს
და ქვებში გავკვეთოთ ვარძია!

გახსენი,
ჰე, გულო, ნავახა*!-
თუ მოვკვდი, თუ რამე მოხდა,- შენ,
აუშვი ნაბრძოლი ნავიღა
და ღამით შეცურე ბოღდაშენს!

ძარღვებში სისხლი ჩქეფს, ერთვის, სით,-
მიხურებს, გონებას, აბატი...
ავიღოთ, ავიღოთ,- ხერთვისი
და ბოლოს, სულ ბოლოს- რაბათი!

და ვაი, არ მეყოს, ჰა, მოყმევ...-
სიცოცხლეს ავიღებ ვალად,- ორს...
უბრალოდ, მენდე და გამომყევ!
უსიტყვოდ გამომყევ,
ვალადო!

აგიშვებ სანისლოს, რაშს, უწინ
და მთებზე თოვლია...-
,,ავე" ხედს!

ვალადო!
გვეძახის, რას უცდი?!
ვალადო, გვეძახის
ჯავახეთ!"

თამთა მუმლაძე ✏

ნავახა* - ესპანური დასაკეცი დანა;
ვალადი*- გზის მცოდნე (ცხენი). ჯავ.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →