შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

ამო, ,,თუთა"!

ამო, ,,თუთა"! ღმერთი თუ გწამს! ამო რა, მალე!
მოაფინე სხივნათელი- ამ შორ ტრამალებს!
ამო, გზები გამინათე, ვჰპოვო ტალახი!
(ღირსი კი ვარ, ლაფის ღირსი! ღირსი, თან ახი!)
მადლი უყავ, უხვ მოსავლით სავსე კალათებს...
ეს სიბნელე მკლავს- მიეცი სივრცე, კვლავ, ნათელს!
,,ჰამო თუთა"! ,,თუთა" ამო! ამო რა, მალე!

გთხოვე ადრეც,- ,,გამინათე ღვინის მარანი!"
შენ კი ისევ ქირქილებდი, ღიმილს- მალავდი...
ახლა, ბედთან გამამხნევე, მესვრის კამათელს!
ბოლო უღე და მოუშთე- შეშლილ კამათებს...
ამო, ამო, მომანათე სახეს- მოცრემლილს!
ამო, სანამ წვეთი შემრჩა, სადმე, ოცნების...
ამო, ,,თუთა"! ,,თუთა" ამო! და მე მოვრჩები...

მოდი, სანამ ჩამიბნელდა მხეცის ბუნაგი!
მოდი, სანამ გამიგიჟდა, შეშლის- ბუ, შმაგი!
ისევ სანამ ვაზროვნებ და მერჩის გონება,-
ქვეყანაზე ერთადერთი ჩემი ქონება...
სანამ მგზავრი მიმატოვეს, დამთმეს ჰუნებმა,-
მოდი! მოდი, ამონათდი! დაჰყევ ცდუნებას!
ამო, ,,თუთა"!- თორემ, დარდი მკლავს... მეურჩება...

ისევ სანამ ვირწევი და დავალ მთლიანი,
სანამ ისევ გული ფეთქავს- სამართლიანი!
გესმის?- ისევ სიკეთისთვის სანამ ვირწევი,
გულკეთილი და სიმშვიდის სამარიტელი!-
ნუ წამართმევ, ნუ, იმედს და სიცოცხლის ნათელს!
მოდი ,,თუთა! მომისწარი, უპოვარს... და მრთელს!

,,ჰამო თუთა"! ამო, თუ გწამს... ამოანათე!

თამთა მუმლაძე ✏

(თუთა -მთვარე, მეგ.)
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →