შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

ვაგონები

ახლა, აღარ ვაგონდები,
ყველგან ნისლი, სითეთრეა...
და ოცნების ვაგონები,
არვინ იცის,- სით ეთრევა...

ახლა, ვარდსაც არ აქვს ფერი...
ახლა, სადღაც, ძაფი წყდება!
მე?-
ისეთი არაფერი,
მარტო, ცოტა, გული მწყდება...

და, დღეს, ჩვენზე, ჭორს ჰყვებიან...
ან უჩემოდ, ვახ და რით ხარ?!
თუ- ლოყებზე ჭორფლებიან,
გაზაფხულებად მაყრიხარ...

ან, ეს შავი უპეები,
იქნებ, შენთვის სითეთრეა...
და ოცნების კუპეები
არც შენ იცი სით ეთრევა?

მსგავს- კონვერტის,
უგზავნების...-
ცარიელი ვარ,
გონივით...
და დავდივარ უმგზავრებო,
მე,-
დაცლილი ვაგონივით...

თამთა მუმლაძე 🖊️
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →