შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

,,დეკემბერი მოდიოდა, მოდიოდა..."

ის დრო იყო-
ტყვიის ფერი
ჰქონდათ ქუჩებს,
და აგურის,
მზა ბუხრები
გიზგიზებდნენ...
როს ნოემბრის
უკანასნელ
დღეთა ტუჩებს-
დეკემბრები
ჰკოცნიდნენ და
კისკისებდნენ...

ის დრო იყო-
ცას ფოთოლი
ირეოდა...
თოკზე სარეცხს
აკვდებოდა
ნოტიოს და...
მერცხლებივით
ცაში ჰკრავდნენ
ირაოს და...
დეკემბერი მოდიოდა...
მოდიოდა

და თუთუნებს
ძველებურად
ვეწეოდი...
,,თუ შეგხვდები,-
ცივ დეკემბრის
მერეო" და...
მაინც შენსკენ
მოვიწევდი...
ვეცემოდი...
ნაბიჯები
მერეოდა,
მერეოდა...

(ცივა. სული-
გარეთ კვდება
და შინ შია...)
დეკემბერი
ეჭვთან ერთად...
(მე... ეჭვი... ეე...)
დეკემბერი
ეჭვთან ერთად-
საშიშია!
მაგრამ მასაც,
ჰოი, როგორ
მივეჩვიე...

მივეჩვიე
ფოთლის ჩადრსაც...
(ფოთლებს- ურჩებს!)
მერამდენედ ამიოხრა,
მორთო ოდა...
ის დრო იყო,
ტყვიის ფერი
ჰქონდათ ქუჩებს,
დეკემბერი მოდიოდა...
მოდიოდა...

თამთა მუმლაძე ✏
Laravel

კომენტარი

3
გიორგი ვასაძე
Magaria
გიორგი ვასაძე
Sheidzleba gavaziaro
თამთა მუმლაძე
თამთა მუმლაძე გერმანისტი დონე 1 · ახალბედა 4 წლის წინ
რა თქმა უნდა 💞
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →