შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

,,ცისფერი კესანები..."

სათუთი, ცისფერი კესანები,-
სულში მიძვრებიან...
სულს სწვდებიან...
ეს ,,კაპარჩხანები," ეს ,,ავები"...
სულ ილევიან და სულ ცვდებიან!

ვეტრფი ,,ჰოე"-ბით და
ეს ,,ან"-ები...-
თრთიან!
(ცისფერები რად აცვიათ?-
მხიბლავს ცისფერი და კესანები...
ლექსთან თარეში და გრადაცია!)

თრთიან...-
ჩემი თავი ამით გასცეს!
(ეს ოცნებები... და ეს ზმანებაც...)
როგორ...- ჰოი, როგორ გამიტაცეს...
როგორ
სულ დამიპყრეს,
კესანებმა!

ლექსებს- არეულებს...-
ლექსებს, მით ხვარს!-
შენ გიძღვნი!
გიძღვნი, შენ,
გესავ- ნებით...
მე მიყვარს!
მე მიყვარს!
რო'გორ მიყვარს!
სათუთი, ცისთაღა-
კესანები...

თამთა მუმლაძე ✏
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →