შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

შემოდგომის დღეებს

ვუფრთხი, ისე, შემოდგომის დღეებს...-
ისე, როგორც, მონა- სასტიკ მონარქს!
კბილით ვღეჭავ პაპიროსის ღერებს...
შემოდგომას სულში დარდი მოაქვს!

ქარიშხალი ფოთლებივით მწყვეტს და
ძირს მანარცხებს, თითქოს, ცელი მომსდეს!
ვიცი, მაინც ვერ ავცდები წყევლას...
შემოდგომას სულში ცრემლიც მოსდევს!

ახლა, უკვე, ,,ვუმუღამებ" თმენებს!
ალბათ, მერე, მე ვუწოდებ მონას...
ისე ვუფრთხი შემოდგომის თვეებს...
ისე, ისე, როგორც სასტიკ მონარქს!


თამთა მუმლაძე
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →