შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

მე და ძაღლი

⚫ მ ე დ ა ძ ა ღ ლ ი

მე და ძაღლი მივყვებოდით შარას,-
მეგობარი ჩემი, სათნო ძალზედ...
ქედს ვუხრიდით ქარს, ნიავმა შვა რას,
ჰა ღრუბელი დაახუროს ძელზედ!

გავერიდე ხალხს, მორაგვულს ავ შრით...
როს სიმშვიდე შეეფარა ქავთა*,
შევხედე და უნებურად გავშრი-
ძაღლი წამით ადამიანს ჰგავდა!

მადლი უფალს, მომეჩვენა... არა...
სხვებს ხრამი ხვდა, წილად მერგო ბარი!
მე და ძაღლი მივყვებოდით შარას...
ძაღლი,- ჩემი კარგი მეგობარი!

✏

*ქავი- გალავანი.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →