შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

არდაბრუნება

მთვარე რომ ქრება,
წარბებს რომ შეჰყრის...
და ყველა დუმს, როს, გარდა- ბუნების,-
დღე, ვიღაცისთვის, იწყება შეყრით
და ვიღაცისთვის-
არდაბრუნებით!

მიდიან ჩუმად.
ჰპოვებენ მსგავს, სად...
და ძველ წერილებს, ნაფნტს- ეზოებს-
იმ უკანასკნელ ფოთლების მსგავსად,
ცოცხს გააყოლებს, შორს, მეეზოვე

და რჩება სევდა,-
ჟამიდან-ჟამზე
აშინებს დამრჩენს, ძალიან დაღლილს,
როგორც წარწერა ჟანგიან კარზე-
,,ეზოში ძალზედ ავია ძაღლი!"

და ცდა-
იმ ძველის... კიარა- ახლის-
საღ აზრს რომ წამლავს, ან და- გუნებას..

ო, ეს მშიშარა, მშიშარა ხალხი!
ო, ეს წყეული- არდაბრუნება!

თამთა მუმლაძე ✏
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →