შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

პატარა გოგო ფეხით სრესს მტევნებს...

პატარა გოგო ფეხით სრესს მტევნებს,
ნაზ სახეს ცხელი, უკმევს, ალმური!
უწვრილეს მაჯებს, უწვრილეს მტევნებს,
წიპწების, იკლებს, ისრით, ამური.

შორს, სადღაც, ვიღაც იწყენს ვინილით-
ფირფიტებს ამსხვრევს, იგი, მიწაზე...
ვის გამო, ანდა რისთვის, ვინ იცის,-
პატარა გოგო იღიმის ასე...

იქნებ, იბრალებს, წერილის დასტა...
იქნებ უღიმის მარცვლებს, ან მწევრებს...
სულ სტვენით ჰყვება მომღერალ დასს და
ნამცეცა ფეხით სრესს სავსე მტევნებს.

თამთა მუმლაძე ✏
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →