შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

განშორება

მამშვიდებს, ვუსმენ მოლებს და რაბებს-
მესმის- გალობენ... ჩანს- საღამოა!
და ქარი ისე ანგრევს დარაბებს,
თითქოს, ბოლოა და აღარ მოვა...

მე, ახლა, ისეთ ოთახში ვწევარ,-
სიცარიელე მხოლოდ ჩემშია...
სარკეში რომ ჩანს, ის რაღაც- მე ვარ,
ის რაღაც მე ვარ და ვით მე- შია!

მტერი, ეს სარკე,- მარჩენს აღარა
და ერთიანად მიბრუნებს ვალებს!
შენ, იქნებ, გავხარ დედას,- ჭაღარას,
თავსაფრის კუთხით რომ იწმენდს თვალებს

და მე კი ვგავარ, ბავშვს,- ნორჩს, პატარას,
რომ აფათურებს სუსტ და ურჩ ხელებს...
და მალოდინებ, როგორც თათარა-
ამოსავლებად ასხმულ ჩურჩხელებს...

და ვუსმენ...
ვუსმენ...-
მოლებს და რაბებს...
თვალნი ქრებიან,
ჩანს- საღამოა...
ეს ქარიც ისე ანგრევს დარაბებს,
თითქოს, ბოლოა და აღარ მოვა...

თამთა მუმლაძე ✏
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →