ჩანაწერი
Laravel
,,ქიანა"
ახლა, ყველგან წვიმებია, ქიანა!
(მახსოვს, ადრე, წვიმებს როგორ ჩემობდი...)
ქარიშხლები ისევ ისე ჰქრიან და
ღვინო...
შაქრის პურები და...
ჩვენ ორნი...
თბილ ბუხართან სასმისები- რქიანა,-
მნუსხავდა, მე,- მინდვრიან და მთებიან...
(ახლა, ბუხარს ვინღა ანთებს, ქიანა!-
ერთმანეთის
სიყვარულით
თბებიან...)
თუ წახვედი, ან სულ წადი... მოდი ან!-
გონებიან!
ფიქრებიან!
თვალიან!
ან დაბრუნდი, ვით ბრუნავენ მოდიდან-
სახიან- და...
ტანიან- და...
მთვარიან-...
რად იბევრე...
მე კი დავრჩი იმ ერთად!
(სიყვარულის საზღაური მეძვირა...)
ვსუნთქავ, მხოლოდ, ყურძნის წვენის იმედად-
მასში, ხან დარდს... ხან კი დარდი მე მძირავს!
ახლა, ძალაც დაეკარგათ მაგნიტებს...
(მაგნიტები სახელადღა ჰქვიან და...)
რაც წაიღე- დააბრუნებ მაგ ნივთებს!
მაგ ჭრელ კაბას დააბრუნებ, ქიანა!
თორემ, სკივრი, სკამი- ბღავის ხმიანა!
ღვინო...
შაქრის პურები და
ჩვენ ორნი....
ახლა, ყველგან წვიმებია, ქიანა...
მახსოვს, ადრე, წვიმებს როგორ ჩემობდი...
თამთა მუმლაძე
(მახსოვს, ადრე, წვიმებს როგორ ჩემობდი...)
ქარიშხლები ისევ ისე ჰქრიან და
ღვინო...
შაქრის პურები და...
ჩვენ ორნი...
თბილ ბუხართან სასმისები- რქიანა,-
მნუსხავდა, მე,- მინდვრიან და მთებიან...
(ახლა, ბუხარს ვინღა ანთებს, ქიანა!-
ერთმანეთის
სიყვარულით
თბებიან...)
თუ წახვედი, ან სულ წადი... მოდი ან!-
გონებიან!
ფიქრებიან!
თვალიან!
ან დაბრუნდი, ვით ბრუნავენ მოდიდან-
სახიან- და...
ტანიან- და...
მთვარიან-...
რად იბევრე...
მე კი დავრჩი იმ ერთად!
(სიყვარულის საზღაური მეძვირა...)
ვსუნთქავ, მხოლოდ, ყურძნის წვენის იმედად-
მასში, ხან დარდს... ხან კი დარდი მე მძირავს!
ახლა, ძალაც დაეკარგათ მაგნიტებს...
(მაგნიტები სახელადღა ჰქვიან და...)
რაც წაიღე- დააბრუნებ მაგ ნივთებს!
მაგ ჭრელ კაბას დააბრუნებ, ქიანა!
თორემ, სკივრი, სკამი- ბღავის ხმიანა!
ღვინო...
შაქრის პურები და
ჩვენ ორნი....
ახლა, ყველგან წვიმებია, ქიანა...
მახსოვს, ადრე, წვიმებს როგორ ჩემობდი...
თამთა მუმლაძე
Laravel
კომენტარი
0