შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ქუჩაში

ქუჩაში, ფანტელის ნამქერში,-
კუთხეში მიმჯდარა მოხუცი...
ცხვირს იწევს მოლაყბე ამქარი-
,,შეხედეთ, სად ზისო, ოხ, ურცხვი!"

გავხედე,- მიბრუნებს, თვალს მიკრავს,
თავისთვის რაღაცას დუდუნებს...
ენის მადიანი გასმით ჰკრავს-
გაზეთში დამწყვდეულ თუთუნებს!

ეს მზერა... მისი ხმაც მამშვიდებს...
დავლანდე ნიკელის ღრმა თასი,
ვიხრები, ,,კაპიკებს" მასში ვდებ,
ვშორდები... ვშორდები, ათასი

მომყვება სევდა და ოცმაგად-
,,მადლი ღმერთს! მადლი ცას! მადლი ერს..."
შევიგრძნობ... შევიგრძნობ, ო, ცხადად-
იმ მზერას, ბეჭებზე, მადლიერს

და ისევ ვაბიჯებ ნამქერში-
ღიმილით... აქ- მე, იქ- მოხუცი...
არ ცხრება მოლაყბე ამქარი-
,,ნახეთო, ოხ ურცხვი...
ოხ, ურცხვი..."

თამთა მუმლაძე ✏
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →