შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

ქრისტე აღ(ს)დგა!!!

აღდგომა თენდება , ცამ იგრძნო აისი,
მტრედისფრად განათდა ნანატრი მაისი,
სანთელი ლიცლიცებს... ცრემლს იშრობს დაისი,
ყვავილთა სიყვარულს ასხივებს ნარცისი..

სასწაული ხდება... ცეცხლი შემობრძანდა,
ღმერთმა ჩვენს გულებში მადლი მოაფრქვია,
ისე გაჩირაღდნდა - სითბო სხეულს გასცდა,
ამ განცდას ხომ მართლა სიხარული ქვია...

უკვე ახლოვდება ზიარების ჟამი,
მაცხოვარი ჩვენთვის ისევ ჯვარს ეცმევა,
ლოცვით ნაღვენთ თვალებს მოლოდინის წამი
გრძნობა - გონებაში სათუთად ემჩნევა..

უფლის სისხლსა და ხორცს ზეცა აცისკროვნებს,
გალობა მოისმის ქვეყნად ანგელოზთა,
მადლობა მეუფეო... ფიქრებს ახმოვანებს,
ჟღურტულად მონაქროლი შრიალი დილის ხმათა..

უკვე შინ მივდივარ მადლით აღჭურვილი,
პულსაციამ მამცნო - ჩემში ქარი ჩადგა..
სიმშვიდით მუხლმოყრილს - მიჩნდება სურვილი,
სამყაროს მივულოცო.. გესმიით??? ქრისტე აღ(ს)დგაააააააა!!!

/თ.აბულაძე/
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →