შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ილია და საქართველო

ათიათასჯერ გადაურჩი რადგან გოლგოთას,
დღეს გულს ნუ იტეხ,მშვენიერო ჩემო ქვეყანავ,
ძეციდან გფარავს გულმხურვალე ჭირისუფალი:
"მარად და ყველგან საქართველოვ მე ვარ შენთანა"
ბევრჯერ აღსდექი ფენიქსივით,მბჟუტავი ფერფლი
და მოიტანე დაღლილი მხრით დღემდე წარსული.
არ დასრულდები,არ ჩაქრები,რადგან შენს გვერდით:
"მე ვარო შენი თანამდევი,უკვდავი სული"
ალგეთის ლეკვებს კვლავაც შენი ტკივილი სტკივათ,
მრავალჟამიერ შენში ცოცხლობს "ლილეო","ნანა"
ცრემლი შეიშრე ,გყავს ტკივილის თანაზიარი:შენ გმირთა სისხლით გული სრულად გარდამებანა"
გუშინ,დღეს და ხვალ კვლავაც უძლებ ჟამთა სიავეს,
ვარამმოხდილიდა ძლიერი,მებრძოლი ბედთან.
არ დაიჩოქო,რადგან კვლავაც სულის ნუგეშად:
"მარად და ყველგან საქართველოვ მე ვარო შენთან!"
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →