შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

თამაზი მონიავა

tamazi moniava 5 წლის წინ
ბევრჯერ მიკითხავს ,
მეც მკითხეს ,
მთავარი ქვეყნად რა არი ?
ზოგმა თქვა არის სიკეთე ,
ზოგმაც თქვა კიდევ სხვა არი ,
.~
ზოგმა სთქვა არი სამშობლო ,
ზოგმა მთები და ზვრებია ,
მაგრამ სულმუდამ რომ გვესმის ,
ეს სიყვარულის ხმებია ,
.~
სიკეთეც მთებიც და ზვრებიც ,
სამშობლო და სხვაც რაცარი,
სიყვარულია სუყველა ,
და სიყვარულის ტაძარი ,
-
უსიყვარულოდ რა მინდა ,
ასე ცხოვრება რთულია ,
მთავარი მაინც ამ ქვეყნად ,
მე მგონი სიყვარულია .
.
თაზო მონიავა - 2021
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →