შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

თამაზი მონიავა

tamazi moniava 5 წლის წინ
noi cambiamo la istoria
-
მარტო ვარ ჩემთვის გამომწყრეული ,
გარეთ გამოსვლის არ მაქვს სურვილი ,
მიწებს მიყიდის ნაქართველარი ,
რადგან ღალატის მას კლავს წყურვილი ,
.
ვუყურებ ნეტა არც კი ვხედავდე ,
მას მოღალატის ადევს ნიშანი ,
არც კი სცხვენია ისე გვიყურებს ,
ნაედვარდალი , ნაბიძინარი და ნამიშარი ,
.
დაკიდებული ფეხებზე ხალხი ,
მშიერ მწყურვალი უგონოდ გვიმზერს ,
არჩევნების წინ გაახსენდებით ,
და მოძებნიან მოსასვლელ მიზეზსს ,
.
სამარცხვინოა დღეს საქართველო ,
გისმენ შორიდან , გალობ მერცხალო ,
ახალგაზრდებო თქვენი იმედით ,
ჩვენ ისტორია უნდა შევცვალოთ ,
,
თაზო მონიავა - 2021 -
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →