შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

ხომ არ გცივა, მეგობარო

ხომ არ გცივა მეგობარო,
ხომ არ გშია?
ხომ არ გტკივა დაკარგული
მზის არშია?..

იქნებ შენთან
ბროლისფერი ქარი ბუდობს...
იქნებ გინდა,
დედამიწა დაიბრუნო...

ფანტელები ახლა ზეცას
ფრთებს უქსოვენ...
მგონი თოვლის ანგელოზნი
შენც გსტუმრობენ..

აქ, შენს საფლავს ჩიტი იცავს
ერთიციდა...
იქნებ ციდან
შენი სული ჩამოფრინდა?..

ხომ არ გცივა მეგობარო,
ხომ არ გშია?..
ხომ არ გტკივა
დაკარგული მზის არშია?..
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →