ჩანაწერი
Laravel
ღმერთო მიცანი
ძველი ლანდი ვარ, არსად წამსვლელი,
ჩემს ნასახლართან მსუსხავს ჭინჭარი...
მოლოდინები დაიმსხვრევიან
და აქ მომსვლელი არავინ არი...
ვხედავ, — წალკოტებს ყელში ამოსდით
მზედ მონათლული სველი გვირილა,
ვერც მან შეიცნო ჩემი ამბორი
და ნიავქართან გამაიგივა...
მოვაირგვლივე ლექსი მიწიდან,
განა მისანი —
ვარ ანგელოზი ნათელ — ციცინა,
ღმერთო მიცანი...
2017
ჩემს ნასახლართან მსუსხავს ჭინჭარი...
მოლოდინები დაიმსხვრევიან
და აქ მომსვლელი არავინ არი...
ვხედავ, — წალკოტებს ყელში ამოსდით
მზედ მონათლული სველი გვირილა,
ვერც მან შეიცნო ჩემი ამბორი
და ნიავქართან გამაიგივა...
მოვაირგვლივე ლექსი მიწიდან,
განა მისანი —
ვარ ანგელოზი ნათელ — ციცინა,
ღმერთო მიცანი...
2017
Laravel
კომენტარი
0