შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

საიდან მოვედი

საიდან მოვედი,
საიდან მოვედი...
ყოფიერების სიმწარეში ფესვებგადგმული...
ყოფიერების აღმაფრენას შეკედლებული...
ხან ისე ცივად მშორდება აღმაფრენა-
ყოფიერების სიმწირე...
დროის და სივრცის ნიადაგიდან ამოიზარდა ჩემი სული,
ფესვები უხსოვარ დროში აქვს გადგმული
და იმ ქალის სხეულში დაიდო ბინა,
რომელიც მე ვარ...
აქა - იქ გამოვისხი აღმაფრენის ყვავილები,
მაგრამ...
ყველა ყვავილი დამჭკნარია,
მკვდარი...
ათასი ქალის ქალური გრძნობით,
სიმწრის რტოებით,
შემზარავ ფიქრით,
საღამოსფერში ჩაკარგული მტვრის ყვავილებით...
საიდან მოვედი,
საიდან მოვედი...


2023
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →