შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

ჩემს ვაშლის ხეს

შენი ლანდია თოვლზე მძინარი
ხევ — უცნაურო...
ყური მიუგდე იის სიცილს,
ცას — უხმაუროს,

ადამიანზე მეტად გესმის
ვიცი — სიჩუმის,
ჩემი ტკივილის ნაფიფქია
ეს ჩამი — ჩუმი...

ხელში მეტევა შენი ტოტი,
ხევ — უცნაურო...
მუხლებს მიყინავს კაბა სველი
— აურზაურით,

ჩემი სითეთრის საათია,
დროა — გვამური,
დრო — უღამური,
დრო — უდღეურს ელაციცება...

შენი ლანდია, რომ იღვიძებს
ხევ — უცნაურო...


2017
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →