ჩანაწერი
Laravel
მზე ჩემი ვალია
მშვიდობით,
მშვიდობით , ენძელის სურნელო,
მშვიდობით, მინდორო, —
პეპლების გალიავ...
ნიავმა სამყურას სულიდან იმღეროს,
მზე ჩემი ვალია...
სიცივეს დავტყუებ უბრალო ხეივანს
და ქარებს ვნებდები,
და შორით მოჩანან ველური სინაზით
აშლილი ნერგები...
ღრუბლებმა ფლოქვებით ცა შეაზანზარეს,
კანკალებს ხვიარა...
წვიმებმა ყამირი ჰაერი გათოხნეს
და მიწა ეამათ...
ჩიტებმა ჟივჟივით
კვლავაც მიაშურეს ბუდეებს, ლალიანს.
იტირონ ღრუბლებმა,
ქარებმა იავონ,
მზე ჩემი ვალია...
2017
მშვიდობით , ენძელის სურნელო,
მშვიდობით, მინდორო, —
პეპლების გალიავ...
ნიავმა სამყურას სულიდან იმღეროს,
მზე ჩემი ვალია...
სიცივეს დავტყუებ უბრალო ხეივანს
და ქარებს ვნებდები,
და შორით მოჩანან ველური სინაზით
აშლილი ნერგები...
ღრუბლებმა ფლოქვებით ცა შეაზანზარეს,
კანკალებს ხვიარა...
წვიმებმა ყამირი ჰაერი გათოხნეს
და მიწა ეამათ...
ჩიტებმა ჟივჟივით
კვლავაც მიაშურეს ბუდეებს, ლალიანს.
იტირონ ღრუბლებმა,
ქარებმა იავონ,
მზე ჩემი ვალია...
2017
Laravel
კომენტარი
0