შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

შემოდგომის სიცივეს

შიშველ ტოტებზე დაძრწის
ნარინჯისფერი მიმა
და სურნელებას ღამის
ქარის წვივებქვეშ სძინავს.

მოეზღაპრება დილა
შეუბღალავი კვართით,
ბუდე დატოვა სხივმა
მიწის უპეზე დადის.

წვიმას გაუწყდა მძივი,
ნაძვმა ჩაიცვა ძაძა,
ღრუბლის ნაცარა ზვინში
ცეცხლის ასპიტი გაწვა...

ზეცას მოედო ცეცხლი,
როგორც გადამხმარ ბალახს,
ჰაერს ტუჩები ეწვის,
ელვის დააჩნდა დამღა...

სტვირი დაუკრა ქარმა,
ღამემ იბრუნა პირი,
ამოეთეთრა არმა,
სახეკუშტი და ცივი.

მთვარემ იპკურა ნისლი,
თოვლისფერ ქათიბს იცვამს
და იყურება რისხვით
სველი სიშიშვლის მიღმა...

ღამის თითებზე დაძრწის
თვალცრემლიანი მიმა,
ღამემ დალია ბანგი,
ქარის მუცელზე გმინავს...


2015
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →