შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

სექტემბერს

შემოსილია სამყაროს მკერდი,
მოოქროვილი წვიმის გემოთი...
შენ, სექტემბერო სად დაწრიალებ,
ჩემი თითების ქოხში შემოდი...

ცვარ–ნამიანი გაშალე ბადე,
შემომახვიე თბილი ფითრები,
საოცარია, საჩემოდ ამდენ
ქარვას სხეულში როგორ იტევდი...

შენც გაილევი, მერე ზამთარიც
და გაზაფხული ღიმილს მოისხამს.
ახლა კი მხოლოდ სუნია ცაში
მონატრებული შემოდგომისა...

2017
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →