შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

🌼🌼🌼

ყვითელ ფოთლებს დაეფარათ ბილიკები,
მე კი ისევ შენს ქუჩაზე დავდივარ,
შენზე ფიქრებს თითქოს უკვე ვივიწყებდი,
მაგრამ ამ გულს ისევ ისე აჩნიხარ.

ენკენისთვე შენზე ფიქრში გავლიე,
ყოველ ღამე შენზე დარდით ვტირივარ,
მაგ საფლავზე იმ შენს ვარდებს ამოგიტან
ამოვალ და ვიცი შენთან წამიყვან...

წამიყვანე, ნოემბერი მოვიდა,
აღარ მინდა ამ თვის მარტო გალევა,
ყოველ ღამით შენს შავ თვალებს ვიხსენებ,
ყოველ ღამე შენზე დარდით ვმღერივარ...

განა გულს სურს სიმღერა და ლექსები,
ამ დროს თითქოს ჩემთან ერთად დადიხარ,
მაგრამ რა ვქნა არც სიმღერა არ მშველის,
და არც შენი მოგონება თავიდან.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →