ჩანაწერი
Laravel
🌸
პატარა ნაკადულს ვგავარ მთის მდელოზე მდორეთ მონავარდეს,რომელიც ცდილობს უხმაუროდ მივიდეს შესართავამდე.
იმთავითვე მიყვარდა სიმშვიდე……
თან,როგორ მხიბლავს მაისის მდელო, ალუბლის ხეთა ნაყოფთ შრიალი, შემოდგომსავით ვაცლიდი ფოთლებს
და ვიბურავდი მე ნასუსხარი.
ნელად მიმავალ კალაპოტში ვიკვლევდი
ბილიკს,ხშირად მიწევდა წყლის დაგუბება, რადგან მარტოს მიწევდა მიმართულების გაკვლევა და ხშირად ნაგუბარს ბუნებისგან მხვდებოდა შველა.
მშვენიერია განცდა იმის თუ როგორ ვქმნიდით მე და დინების ამგები ქანები ერთურთ კალაპოტს,თან ვაღრმავებდით,წინ მივიწევდით და უკან ვიხედებოდით ხოლმე ნამეწყრალ,ნაღვარცოფავი სიღრმეში მოგვეტია და არ ამღვრეული იყო სუფთა წყაროს წყლით უკვე მდინარეში გადაზრდილი პატარა ნაკადული.
ხან ტბა ვიყავი,ხან ჭორომი,ხანაც ჩანჩქერი,როგორ მშველოდა დაგუბებულს მომლოდინე სიმაღლიდან დაშვებისას ზვირთცემა,სულს მიმშვიდებდა ხოლმე თვალახვეული ვარდნის შემდეგ კვლავ იმის შეგრძნება,რომ ისევ ვქმნიდი წყალშემკრებ აუზს და თითქოს მთავარ მდინარისებრ ძალა მემატებოდა.
უამრავი ამბის მომსწრე გავხდი ზევიდან მომავალს ბარისკენ,ხან კალმახს მიირთმევდა კაცნი და ხანაც პირიქით პირანია ესხმოდა თავს.
ხან ფესვებში ვიხლართებოდი და ხანაც პირიქით ვარჯი მეცემოდა გულზე…ვინ ან რა არ გადამეღობა გზად უსწორ მასწორო კალაპოტში,მაგრამ მიზანი ძლიერი ყოფილა თურმე მაინც ვინარჩუნებდი სიმშვიდეს და ეს მთის სუფთა წყაროს წყლის კალაპოტი იყო,რომელსაც მიუხედავად ასეთი სცენარისა აღრევა არ სჩვევია.
ხშირად ცრემლების ფონზე წყლის მასა ვერ მიკონტროლებია სანაპიროზე გადმოსულა სუფთა,მაგრამ მაინც გადიდგულებული გადაურეცხავს ჭალის მიდამო მას ხომ არაფერი დაუშავებია ჩემთვის,მაგრამ უნებლიე ყოფილა თურმე ნამოქმედარი.
ყვავილობის ჟამს წყალმარჩხობაც გამომიცდია და მყინვარის დნობისას წყალდიდობაც, მაგრამ მთავარში მაინც ის ძალა განაგებდა,რომ კალაპოტთან ერთად თვითგაწმენდის მეთოდს იყენებდა ბუნებრივად თურმე მდინარე.
მიყვარს მდინარის დინება სათავედან შესართავამდე,მისი გამოვლილი ყოველი ქვის ღაღადი,მარტო ეგ ყოლია მსენელი თურმე ამიტომაცაა არაფერი იმალება და მდინარის ღიღინი,როგორ დახშუვდებოდა აბა.
ვფიქრობ ამ წყლის შემადგენლობას ოკეანის დინებაც ვერ გარდაქმნის და მას გადაშენება არ უწერია…..
19. 10. 2022
თ. ფუტკარაძე

კომენტარი
0