შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

🌸

მორჩილად მივყვები ბედს და სრულ ჰარმონიას ვგრძნობ,არ მიყვარს წინააღმდეგობა,ვფიქრობ ასეა საჭირო და ა.შ.
თითქოს ვთანხმდებით მე და ბუნება,მაგრამ რათქმაუნდა მე უფრო მეტს ვთმობ...
ხან წყლის ხმას ვუსმენ და ხანაც მთვარე მეალერსება აღელვებულს.
ხან ზვირთში ვეშვები და ხანაც ტალღები მანებივრებს თითქოს მიალერსებს,მიმღერს ტკბილ ხმაზე და თბილ საბურველში მბუდობს.
სიცელქეც მმართებს ფოთოსცვენისას,აქ შემორჩენილი ჟინია ყმაწვილქალობის, რომელიც ვერ გამიხარჯავს თურმე ყვავილობისას,კარგია კიდეც იმთავითვე მცოდნია დროის სურნელების აღქმა და დოზირება,რადგან ყოველჟამს გვჭირდება სიხალისე და ბედნიერება.
ემოციურ ფონზე გალაღებულს ღრმად ჩამსუნთქვია სრული აღმაფრენა წუთი დიდხანს გამყოლია და დარდსაც შევჭიდებულვარ მერე?
ნაგროვი წამებიდან საათები და წლები განმიცდია ოკეანის ფსკერზეც და მზის ქვეშეთშიც…

ყოველი დღე ახალი ემოცია და ისტორიაა…

ყოველი საღამო ლამაზი ისტორიის შეჯამება და გააზრება…

ყოველი სიტყვა,რომელიც ითქვა თუ ის მტკიცეა ვითარცა ჰქუა შობა ქვა:რიყისა,ვერცხლისა ან ოქროს სიბრძნისა,რომლის ღირებულება თანმდევია დროებისა და ამ ხმლის უმოქმედობა ჟანგს იწვევს,ის ილესება და მყარდება მრევლის მიერ….

აუცილებელი ყოფილა ტაშიც და ვაშიც,რადგანაც ისედაც ერთურთია კაცში ძალა ერთობისა,თუ ჩუმად ვიგალობეთ ჩვენთვისაა,მაგრამ თუ რაშზეც ავმხედრდებით იოლად გადავლახავთ ურდოს…

მიყვარს ბუნებასთან საუბარი,მრავალფეროვან ხმათა ღაღადი,ხან ქვეშეთიდან და ხანაც ღრუბლებში მონავარდე შევარდნის დაღმაფრენა,მალეც გადაიდრება,შეგვწევს ძალა აღმავლობისა…

მიმტევებლობაც ყვარებია ბუნებას,რათქმაუნდა თუ ღრმად არ დააჩნდა ემოციურ ფონზე თავგასულობა,სული არ უნდა წახდეს თითქოს შვლის სისპეტაკეს და მინდვრის სინაზე გასძახის ზამთარი…

რათქმაუნდა ჭაღარა მეტად მეტყველებს და ვაფასებ ამ საგანძურს,ის ხომ გამოცდილებაზეა განცდილი.

ცოტაც ისე
ცოტაც ასე
რტომაც მამცნო
ყლორტმაც მცნო
ვარდმაც მეცო
ბულბულს ვემცნო
გულსაც ემცნო
სულმაც მე მცნო

აი ასე ვღიღინებთო….

25. 10. 2022

თ. ფუტკარაძე
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →