შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

🌸

როგორ მახარებს ბედნიერი თვალები,მისი მოკაშკაშე უბოროტო მზერა,რომელიც ანგელოზად დაბადებულ ჩვილივითა და ისე აღიქვას სამყაროს თითქოს სამოთხესნაირად ყველა კეთილშობილია…
სიხარული მართლაც გადამდებია იმ მოხარულებთათვის ვინც სიკეთით სულდგმულობს.
სიკეთე,ოხ სიკეთევ უამრავი მტერი გყოლია,როგორ აღიზიანებთ ხოლმე კეთილშობილება სულთა ბოროტთთა მკვებავთ,თურმე რა სიღრმისეულად იბოღმება ზოგიერთის სული.
ჭეშმარიტება,რომ გაიაზრო უამრავ კითხვას პასუხი უნდა გასცე!..
თუ მართლაც სულიერებაში ხარ და განიცდი ვინმეს სულიერ მდგომარეობას ენას ვერ მისცემ საშუალებას უფლისმიერ მოვლენილ რელიგიებს ჩირქი მოსდო,არც მწყინს და ვერც დავემდურები ვინმეს არ მინდა მიზეზი გავხდე ცრემლისოდენა სევდისაც კი ე. ი. ვინც ტალახის გუნდას მესვრის მე მაინც ვპატიობ.
დედასამშობლოს სიყვარულში ყველა ხმამაღლა საუბრობს,მაგრამ ჩვენ არ მოვკალით ჩვენთვის ღირებული ადამიანები და კიდევ ვახშობთ მათ სუნთქვას.
ხმამაღლა საუბრობ და რატომ ხმაურობსო,ჩუმად იტყვი და რატომ ჩურჩულებსო.
საზოგადოების ენაზე მოსაუბრე კალამი უფრო ისტორიაში ვლინდება ვიდე სიცოცხლეშივე,როც ვკარგავთ მაშინ ვაფასებთ,მაგრამ შეიძლება სულ ახლოსაა და არც გვინდა დანახვა,ჩუმად ჩავიქროლებთ ფიქრებში ,,რა საჭიროა’’...
თუ ჩვენ წილ ემოციებს გადმოვცემთ სასიხარულო სიახლეებზე და გამოვხატავთ შესაბამის ქმედებას მოტივატორები ვიქნებით საზოგადოებისთვის ვისაც ახარებს სასიხარულო ტაშის ხმა და ჩვენ კი სანაცვლოდ აღმოვჩნდებით სიკეთის საქველმოქმედო ფონდის წევრთა სიაში.
მერწმუნეთ სიკეთისე და სიხარულიში თანამონაწილეც კი ჯილდოს გარეშე არ დარჩება.
გვიყვარდეს ბედნიერი თვალები და მათი ამტან გამტანიანო შევძლოთ.

3. 10. 2022

თ. ფუტკარაძე
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →