შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

🌸მომდურავი🌸N 18

ვითარც ბაღნარს მოვლენილი,მზის და მთვარის ქვეშეთ არი!
არ აკლია პური,წყალი ხვავრიანად მომდინარე!
ვერ დააძღო მისი გული,სულ რომ არის მომჩივარი!
რა წაადგა ამისთანა,ხედვა არ აქვს,ვით ბრმა არი!

მომდურ-ავი ავი ვითარც სიტყვაც არის შესადარი!
გაიძახის არ ვუყვარვარ,რაღა ჩემთვის ესრედ არი!
რა დაძვირდა ქვეყანაზე,რით ვერ ვნახე მე ნადარი!
გულს მიუუძღვნა,ვით ამ გულში,რაც მიდევს და რაცა არი!

ცოტას მზე რომ დაამზევრებს,აყვირდება სიცხე არი!
გაწვიმდება... ცას შეხედავს! არღა ეყო ეს ავდარი?!
ღრუბელს როცა დაინახავს,ჟანგბადია საძებარი!
მთვარესაც კი მოუძებნის,თუ ვერ ხედავს ის რა არი!

დედამიწა ბრუნავს,მიაქვს ამა კაცთა საუბარი!
მომდურავის ხმა არ მოსწონს,ბუნებაა ამაგდარი!
სადაც უხვად დაგროვდება,ამა სიტყვის შესადარი!
თითქოს იქვე გადმოანთხევს,ვითა მსგავსი შენადარი!

ყველანაირი კატასტროფა,ცეცხლია თუ მის მაგვარი!
ვთხოვოთ უფალს აგვარიდოს,არ ვავუწყოთ,სიტყვა მდარი!
ყველამ გულში ჩავიხედოთ,რატომ გვექმნა მონადარი!
დავფიქრდეთ და გამოვფხიზლდეთ,სად დაუშვით სიყვა მცდარი!

იქნებ ვისაც ჩვენ,რომ განვსჯით,არ ყოფილა მაგ-დაგვარი!
იქნებ სულაც გვეჩვენება და არ იყო ეგ ნაქნარი!
სამართალიც უნდა ითქვას,სამართალზე შენადარი!
თორემ ცრუ თუ შეუცხადე,გიბრუნდება,ვით მაგვარი!

არც ეცადო!სხვისას გულსა განხილვა და მაგდაგვარი!
ან რა იცი მის სულშია,ვინა ზის და ვინ ვინ არი!
შენ თუ კაცზე ხმა გაქვს თქმული,საუბარი შესადარი!
იქნებ ვისზეც შენ საუბრობ,უფალთან აქვს ნაუბარი!

რაც არ ვიცით,იცის ღმერთმა,ყველა ჩვენი საუბარი!
არა მარტო ნაუბარი,ის რაცა ჯერ , არც კი არი!
ჭიანჭველაც მის გარეშე,ძვრას ვერ იზამს და ვით არი!
არც კი წვიმს წვეთი მოვა და არც მსგავსი შენადარი!

ვითა კაცსა რა ეწვია,მსგავსი კაცთა შესადარი!
სიტყვა უთხრა,ესაუბრა, დაინახა შენადარი!
ერთად უნდა გადალახო,თუ რამეა ამგდაგვარი!
ჭირში-ლხინში გვერდზე იდგე,ამა საქმით მოუბარი!

არ ემდუროთ,არც არავის,ყველა მისი თავით არი!
გაუღიმე,მოიკითხე,გამარჯვება უფლის არი!
არ დატვირთო თავი იმით,გუშინ ვით თქვა რა მაგვარი!
მთავარია დღეს რა იქმნას,ჩვენი საქმის შენადარი!

ვაგრძელებ🌸ვედრება🌸
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →