შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

🌸ტრფობა ანუ სიყვარული🌸 N16

ვით მიჯნურსა გულსსა მისსა,რა ეწვევა მის სადარი!
გული მისი ისე იგრძნობს,თითქოს იყოს მოუბარი!
სულსა მისსა რა დაერთვის,მისი გულის მონადარი!
იქმნა გრძნობა ჭეშმარიტად,თუ გაიგეს ვინ ვინ არი!

რა ესმოდა მისსა ყურსა,ბულბულს ხმაზე მოუბარი!
გული მისი ვით გაჩერდა,გონმა იწყო ვითარ მდარი!
არღა ქონდა თავი იმის,სიტყვა ეთქვა შესადარი!
მხოლოდ სმენა,სმენას უწყო,მოსმენისა შენადარი!

რა სოფელსა ამ მიწაზე,ტროფაც არის ვით მაგვარი!
ჭეშმარიტად,ჟეშმარიტი,გრძნობებია მოუბარი!
თუ გრძნობები,გრძნობებს შორის,ამოიცნობ ვინ ვინ არი!
მაშინ მართლა, გაგიმართლა უფლის მადლი შენთან არი!

ვით ზღაპარში,დასაწყისი ესრედ არის,ის რაც არი!
გრძნობას ახლავს,ბრძოლა ვითარც გულს,გონების...შესადარი!
იცის ამ დროს ქარიშხალი იქცა ვითარც ის ნადარი!
ქარბორბალა ვით ბორბალი,ბედში არის მონაგვარი!

თუ ამ ბრბოლას აიცილებ,საქმეს იზამ ვით სადარი!
არ მოუსმენ ირგვლივ არვის,თუ ხმა არის ამადდარი!
არც აყვედრებ,არცა რისხავ,ვისი გულიც შენი არი!
ჭეშმარიტად,ჭეშმარიტში,მხოლოდ არის ვით ნადარი!

თუ იქმნს ტრფობა,ვით ტრფობაში მხოლოდ სიტყვა,მათ ნდობა-არი!
და ამ ნდობის საქმე არის,ვით საქმისა შესადარი!
ნამდვილ გრძნობას არ სჭირდება,მტლაშა,მტლუში,ვით მნდომარი!
მხოლოდ ხელთა ხელებს შორის, ხელკავიც კი ესრედ არი!

თუ კი მასზედ გამოვლინდა,ლტოლვა ვითარც ტუჩსა მდარი!
არღარაა ეს ის გრძნობა,თუ კი ფიქრობ,ვითარ არი!
დაბნეულხარ,არც კი გესმის,ამ საქმისა შესადარი!
სჯობს,რომ ერთხელ გაჭრა იგი,თუ გაქვს ასჯერ მონაგვარი!

თუ კი მისგან გრძნობა მოდის,შენი გრძნობის შესადარი!
გულის შფოთი არ გასვენება,სიტყვა ითქვას შენადარი!
თუკი სანამ დაინახავ,გულს გედება მონაბარი!
დაინახავ,ახლოსაა,მაინც ფიქრობ როგორ არი!

მადლი მადლს რომ,მადლად ექცა,საქმე არის სულ სხვანაირი!
გზაც გეცნობათ და ამ გზაზე,ვერღა ჰპოვოთ შესადარი!
თითქოს მისი ხედვა არის,შენი გულის მონაბარი,
რა გვეწვია,იმ დღიდან,რომ მოსვენება არღა არი!

უფლის ძალა დაილოცოს,რომ გეუწყათ ამად-დარი!
სიტყვა,სიტყვას შეაშველეთ,გულს კი გული მოუბარი!
გზა მოგეძღვნათ ცხოვრებაში,თქვენი ბედის მონაგვარი!
იხარეთ და იდღეგრძელეთ,თქვენთვის მრავალჟამი- არი!

ვაგრძელებ🌸სიმტკიცე🌸
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →