შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

🌸ცოდვა და მადლი🌸N 7

როცა ეუწყათ ანგელოზთ კაცთთა პატივი, სადარი!
ვერ აიტანა ერთ-ერთმა,გულში გაუჯდა დარდ-ნარი!
ინდომა მან განდიდება,ვით სადიდებლის მაგვარი!
მოუხმო სხვა ანგელოზებს,დავა შეიქმნა ამგვარი!

როცა ანგელოზთ ქმნილ სულში,ეშმაკმა იწყო სადგარი!
არღარა სთხოვა უფალსა, პატიება ვით!ამგვარი…
პირიქით უწყო კეთილსა,სულში შეძვრომის მაგვარი!
დღესაც ბობოქრობს ეს ჟამი, ვით ჯოჯოხეთისა მდა-გვარი!

მანვე უჭვრიტა კაცთ გულსა,უსმინა მან მოუბარი!
შექმნა გარემო ვითარცა,მსგავსი მათგანვე ვით-არი!
თითქოს ცისმარზე რქა ხედავს,კაცთ ბედის მონაგონარი!
დასჩემდათ,რჩევა ვით მრჩეველთ ჰოროსკოპს ვით ნაგონარი!

უფალო გმონობ ოღონდაც,ჩვენ გაგვინათე ვითარი!
გვამცნე რაც არის სანთელი,უფლისგან გარდმოდინარი!
იქნებ გვწყალობდეს გონება,გულზედ ვით გამომდინარი!
და გავინკურნოთ სენისგან,რაც გვხდება წინ-მომდინარი!

მადლი ჩვენს გამჩენს… უფალო!მადლითვე გარდმონადარი!
ვითარც მზის შუქი სხივთაგან,გულითვე ნამოქმედარი!
გვმოსავს ლამაზი ზნეობით,გვიქმნის ვითარცა სადარი!
სამოთხის კოშკებს გვპირდება,მადლითვე გადმომდინარი!

მეტად შეიქმნა გართობა,რა არ იფიქრა მაგვარი!
სხვა ვეღარ ჰპოვეს ვითარცა ფხვნილი და ნემსის მაგვარი!
ძნელღა დამშვიდდეს რა გული,თუ ერთხელ ნანადირ-არი!
ნდომა აქვს უფრო და უფრო,ქვეყვნისგან მონამდინარი!

სიკეთის სხივი,ვით კონა!უფლისგან სიტყვა რაც არი!
მხოლოდ უფლისგან გვსურს კარგი,ოღონდ მისგან გვქმნას ნადარი?
მას ეცილება ყოველი,მეფეც,მოყმმე და ვადარი!
იქმნას ყოველი გულისთვის,სიცოცხლე ნაამაგარი!

ბევრს სულს უნათებ ვარსკვლავი,ბევრსაც კი გარდმონადარი!
აქვს უხილავი საუნჯე!ვით გვართა გარდმონატარი!
არღარა უჭირს მემკვიდრეს,გული აქვს ვითარც მხედარი!
მათ სისხლსა, თურმე ძალა აქვს,უფლისგან ვით ნაქებარი!

არას გვარგებს ცოდვა საქმე,ამ საქმისა ამადარი!
ვითარც ბუზის მონაბზუი,საქმე არის ამდაგვარი!
არა მარტო თქვენ თავს ავნო,აქ კი შვილზედ ცოდვა არი!
რადგან შვილნი ძლიერ გვიყვარს,მათ თავსაც კი რაცა არი!

თუ გინდდათ,რომ სამომავლოდ,ვით ახაროთ წინაპარი!
საქმე ქენით სასიკეთო,არ მიართვათ მონაპარი!
მონად არღა მოგაქციოთ,ეშმაკა ვით მონავარი!
განადიდეთ უფალი და მას მიანდეთ მონაგარი!

ვაგრძელებ🌸რწმენა🌸
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →