შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

🌸დედა-მიწა🌸N 6

ე-სრედ ვ-ითარცა ა-კურთხა,მიწას ვით ქალი სადარი,
და შვა მრავალი, მრავლისგან!.ვით ანგელოზნი საშური!
მათ სულთ უნათებს ნათელი,ვითარც სამოთხის ნაშური!
ჩვილი ქმნილ არის ნაზავი,ვით ცისა გადმონაშური!

თითქოს თვალთ სხმული,ვარსკვლავნი,პირი მთვარისებრ ნატური!
ენა მიუგავთ საოცრად,ვით ვაზის მტევნის თითური!
შუბლი სახესა ნაფენი,ვით ქედი მთისა ჯაჭვური!
ლოყები ბორცვთა ნაგებნი,სახე ვით მფენი მზე-ური!

ორთავეს ერთი ეუწყა,ვით მიწას ესრეთ დედ-ური!
ორთავეს უნდა ეკვება,მიწას ჩვენ დედას ჩვენთ-ური!
ორთავ ასრულებს ვით სრული,მაგვარი ორი ერთ-ური!
მიწა დაირწა ჩვენთ ურში,ხოლო აკვანი შუმ-ური!

არც ერთი არცა ღალატობს,რაც მათ ეთხოვა ქართ-ჰური!
არც გეკადრება დაკარგვა,უფლის მიერი ხართ-ური!
აჰა კვლავც ვთქვი სათქმელი,რაც ითქვა წინა ართ-ური!
მიწა ქართული ჩვენია,არტანჯუს,ქაჯთა ართ-ური!

არ წავა, ჩვენი რაც არის,არ იკარგება არც-არი!
ჩვენვე გვიბრუნებს უფალი!მძლეთა მძლე ძალის რომ-არი!
ჩემი ბგერების ბოლოში,წერია სიტყვა და არი!
ვამოწმე სიტყვა ყოველი,ჩვენთან უფალი რომ-არი!

მიწამაც მისი რა ზიდა,ჭაპანი ნაამაგ-არი!
არც მოუკლია საზრდო და არცა გვჭირსა არცა ნაღვ-არი!
გვაქვს პურთა მისთა წყალობა,ათას გზით გადმონატ-არი!
ვერღარა ვფიქრობთ რა ვჭამოთ,ჩვენს კუჭსა ვითარ ბოვ-არი!

დედაც ძალიან ძვირია,ძვირივე შესაფ-ას-არი
მისი ამაგის სიძვირე,ვერც არის შესაფ-ას-არი!
ზიდა ძლიერად ძალითა,მისია მისი,რაც-არი!
მან ურთო შვილის გულს და სულს,ნაზავი რაც შიგნით -არი!

ტრიალებს დრონი,ვით ქარი,ხანაც ხან მონაგებარი!
ხანაც გვეწვევა ავდარი,ხანაც ხამ მონაგებარი!
დღეს ღამე მოსდევს,ღამეს დღე,უფლისგან მონაგებარი!
არც დაიღლება მანამდე!სანამ საწუთრო ვით არი!

დედავ და მიწავ შობილნო,ჩვენს გულში ძარღვი ვითარი!
იმდაგვარ გვაძლევ შვებას და გმოსავ სიცოცხლის მხიდარი!
არცა გვაყვედრებ,არც გვრისხავ!შენანდობარი რომ არი!
ამას უფალი გიფასებთ,კაცნი კი დამძღრომელ-არი!

ვადიდოთ უფალი ჩვენი,ვითარც ბავშვი სიტყვ-არი!
პირველად ენამ აუწყა,ადიდე ღმერთი ვინც არი!
ა-ღ-ვ-უ!ჩვილი პირველვე ამბობს და გვახსენებს წინარი!
მოდი ჩვენ ერთად ვადიდოთ,მაღლა უფალი ვინც არი!

ვაგრძელებ
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →