შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

🌸უფლის განდიდება🌸N 4

როს ითქვა სიტყვა პირველი,სათქმელად იქმნა მაგვარი!
უნდა განდიდდეს უფალი,ყველასგან განსადიდარი!
მის ხელთა არის სამყარო,ვით კიდე ცას და
მდინარი!
ეგების ჰპოვონ კაცთაგან,კვლავ-ცა გვაქვს კიდევ ცნობარი!

იდუმალ არის მრავალი,ჯერ კიდევ სიტყვა
მაგვარი!
არც კაცთა ეცნო სრულ ფასად,რაც არის განმსამდიდარი!
რა კაცმან ხელთა მიიჩნას,ის არღა არის მიწარი!
ამიტომ რჩება სიუხვე,ჯერ კიდევ შეუ-ცნობარი!

მხოლოდ მცირედი აღიქვამს რა საუნჯეცა წინ არი!
თუ კაცსა ერგო შობა და მიწაც მისი სადარი!
აბა რას ყვედრი უფალსა,თითქოს ხონაგი ქვად არი!
იქნებ ქვაშია შიგ გულში,გულშივე ამონადარი!

ჩვენ კაცთა გვემცნო დიდება,უფლის მიერი რაც არი!
წვდომა გვაქვს მასზე ხილული,თუ მოინდომებს მხედარი!
იგი თავის გულს უბრძანებს,რომ განადიდოს ვინც არი!
სამყაროს ბატონ-პატრონი,თვით სამყაროსა მხედვარი!

როცა ქმნა წყალი,მას შემდეგ რა იწყო ზედა ბაღნარი,
საუნჯედ იქცა ბუნება,თვალთ-წარმტაც ვითა სადარი,
ტკბილ,მწარე,ალალ- მართალი,მრავალი მათგან მაგვარი!
რიტმი და კანონმზომლობა თითქოს და მხოლოდ მანდ არი!

სიტყვა ვაწიოთ ჩვენ-ჩვენი,რაცა გვაქვს ვითა სადარი!
მიჰვყვეთ ბრძენ კაცთა თქმულებებს,მასში მრავალი რამ არი!
ასევე ვსახოთ ცნობარი,წმინდა წიგნების ნადარი,
რომ,ვჰოვოთ გულში სიმშვიდე და თან ვადიდოთ მაღლნარი!

ბევრი რამ მოწმობს მოწმობით,დამოწმებული ვით არი!
აგერ მზე,იგერ მთვარეო,მაღლა ცა ჯერ შეუცნობარი!
სული მარადი,რომ არი!…რად ვერ ქმნეს თვითონ ვითარი!
აკი კიდევაც დასჩემდათ,ვითომ გამჩენიც თვით არი!

უფალო გვიხსენ ცოდვილთა,ჩვენვე ვქნით ვითარც საყდარი!
ვერღა დავფიქრდით,ვიფიქრეთ თვით გავხდით შეუცხადარი!
როცა კვლავ გვექმნა,ჩვენ ქმნილში,ჩვენ ხელთ-საქმე წამხდარი!
მაშინღა მივხდით ცოდნითა,რომ დიდი ცოდნაც სად არი!

ვითარ ამ აზრზე შევიქმნით,მაშინ ვჰქმნათ მაინც სადარი!
აქაც არ გვჯაბნის ცხოვრება,აქაც გვეძლევა
საყდარი!
მოვიშველიოთ ჩვენ ენა,ჩვენივე ცუდი ნაყარი!
აღმოვფხრათ,დავგმოთ რაც ვქმენით,იქნება ვასწროთ ბაღნარი!

ჩვენსა ენასა საწუთროდ,ერგო ულევი წყალნარი!
არ დაელევა მას სითხე და არცა სიტყვა სადარი!
დიდი განძია მათ ხელთა, ვინც მიხვდა მისი გზა მდარი!
ის არღარ იტყვის ცუდს სიტყვას,გულს ითბობს ნაამაგარი!

უფალო გმადლობთ,გმადლობით,

ვაგრძელებ 🌸სიკეთე და ბოროტება🌸
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →