შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

🌸

ადამიანის გონება
არს უსასრულო მონება...
ბევრისთვის ვითარც ქონება,
ბევრისთვის კიდევ ხმოვნება...

ვინ რას მისტირის და ვინ რას!
ვინაც ჯავრს იყრის,ისიც მას!
უკან გაჰკივის ბრაზით სხვას!
საზღვრები თვალთა არცა არს...

ზოგნი ვირს ნატრობ,ზოგნი გვარს,
ზოგნიც მიწასა,სახლსა,კარს...
ზოგნიც სხვისასა ავსა ძაღლს...
ზოგნიც კი მადლობს,რაცა აქვს...

ცხოვრების გზები ბევრია...
შენ კი მათთაგან გრგებია...
შენი მხედარი წევრია...
მრავალი ხედი ჰრგებია...

იქნებ აქაა გამოცდა!
ბედს თავის ხმაზე წამოსცდა!
იქნებ ფიქრია და მოცდა...
უკეთესია რაც მოხდა...

სარკე ყოფილა ცხოვრება!
სარკე სახისა მონება...
სახე ყოველთა ხსოვნება!
ენაი,ყოველთ ხმოვნება!

ჰეი,ცაო და მიწაო...
შენ არცა გაიკვირვებო...
ბევრმა მათგანმა გწიწაო...
შენ ყველა დაიტირეო...

არცა ვინატროთ ქონება...
არცა უქმეთა დროება...
არცა სურვილზე მონება...
ვინატროთ ჭკუით გონება...

14.05.2023

თ.ფუტკარაძე
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →