შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

🌸

რით ვერ გავიყვეთ სამყარო?
რად არ დაგვადგა შველაო...
რად მოინდომე ამყარო!
შეძლებ მომართო ყველაო!...

ვერ გამოვლიეთ სურვილნი,
ვერ დავგმეთ ენის ღმუილნი...
ვერცა მოვიკლეთ ტყუილნი...
კარს გვესმის მგელთა ყმუილნი...

ქართველნო ხელი ხმალსაო...
ნაცვლად ჩვენ ვიცლით გვარსაო...
ქართველთ დიაცთა მრავლსაო...
მცირედი შერჩა ფარსაო...

სიამოვნებით ქმნისაო,
ჯავრი არ აქვთ სხვისაო...
არღა ინდომო მთისაო...
სულ ჯიბრი არის სხვისაო...

ერო სიბრძნე ხარ მიწისავ,
ზღვისავ,ბარისავ,ხიდისავ,
ვერ მოახერხებ მინდისავ,
წარეცხო სისხლი შინდისსა...

თუ ძალა არის უფლისა...
და ნდომა არის გულისა...
შველაცა იქნეს გონისა...
შვება იქნება სულისა...

თუ აქამომდის მოვედით
აწი რა გაგვჭირვებია!
ლოცვა გვჭირდება ენითა!
შესაბამისი ქმედითა...

უფალი არ დაგვაობლებს...
თუ არ ვინდომებთ ჩვენითა...
თუ არ წავხდებით ხედვითა
გაუმაძღრობის ჩვევითა...

ნუ განვარისხებთ უფალსა
ჩვენი სამარცხვო ქცევითა...
თორემ ყველანი უმალსა
მწარედ შერცხვება უფალთან...

7.05.2023

თ.ფუტკარაძე
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →