ჩანაწერი
Laravel
🌸
ყვავსა ჰკითხეს ყორანზეო,შავი ფერის რად არიო!
რას ჰყვედრობდა დედამიწას,უხალისოდ რად არიო!
ან ამ ხმაზე რას ხრინწინებს,მომჩხავანი რად არიო!
ნარჩენები ჰყვარებია,კიდევ ქურდი რად არიო?
ყვავმა თავი გააქნია,თითქოს თვითონ სხვა არიო!
ისე მშვიდი სახე ჰპოვა,ვით ბულბული მან არიო!
განაზებულს,ქედმაღალსო,ვით მზის სადარი არიო!
წარმოდგენა ჰქონდა თავზე,თითქოს მეფე მან არიო!
გამიკვირდა მე მხედვარსა,ვაი ნეტარ სად არიო!
სამართალი რად არ ჩქარობს,სიბრძნის ტახტზე რად არიო!
ან რად აძლევს ამის ნებას,თითქოს მზეც კი მან არიო!
და კიდევაც მომლოდინე,თვალს ცრემლები მზად არიო...
გაოცებულს გულს მომაწვა,ვფიქრობ უკვე რა არიო?
ყვავი ყორანს დასცინოდა,მასზე მეტიც არ არიო!
ვფიქრობ არწივს დაენახა,სამართალი სად არიო!
ცას ბუმბული დაფარავდა,ყვავ-ყორნების რაც არიო!..
სამართალი დინჯია და მომლოდინე რამ არიო!
არცა უყვარს აჩქარება,არც გვიანა არ არიო!
იცის როდის ეახლება,ვისთვის დროის დრო არიო!
და სინათლის კვალი მისი,ვით მზის სხივივით არიო!
მერმე ფიქრი გვიანია,ნეტავ ასე რად არიო!
ყველა ჩვენი ქმედებანი,ჩვენი ენისაგან არიო!
ჩვენი გული,ჩვენი სული უფლისმიერი არიო!
ამიტომაც მათ ზრახვებში, რწმენა მთავარი არიო...
საცდელია ეს ქვეყანა,მარადისი იქ არიო!
აბა თქვენვე შეარჩიეთ,რომელი კარგი არიო!
დროებითი სამყოფელი,თითქოს ერთი დღე არიო!
მარადიულ ცხოვრებაში სამოთხე,რომ იქ არიო!...
ჩვენი სახის სარკე არის,სიმართლეში რაც არიო!
ვიცით ყველა ჩვენი ნაქვთი,რადგან ჩვენივე არიო!
ამიტომაც ნუ დავიწყებთ,თავის ქებას ნეტარიო!
გავჩუმდეთ და მოუსმინოთ,თუ სინდისის ხმა არიო!
7.05.2023
თ ფუტკარაძე

კომენტარი
0