შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

🌸

მომენატრა მზე რომელსაც ვხედავდი...
დაიღალა სხივნი მისნი მეფენი..
არღა არის სიცელქე და ნავარდი...
არღარაა სიხალისეც ცით მფენი...

ვნატრობ ისევ,რომ ვიხილო მშვენება!
ენძელების და იების ფერება...
ატმის ყლორტზე კვირტების აფეთქება...
მერცხლის ბუდის ბარტყებზე მოფერება...

მე ვინატრე გარდასული დღეები...
და აპრილის მაშინდელი იერი...
მხიარულად მოსეირნე წყვილები...
გრძნობები კი დედამიწისმიერი...

მომენატრა მზე რომელსაც ვხედავდი...
სად წავიდა გაზაფხული ფერადი?
სიტყვებისგან როცა სიტყვებს ვჭედავდი...
და კოშკებში სანთლით სახეს ვძერწავდი...

სულ ვფიქრობდი შუქნი შენდა მშვენება...
იქმნებოდა ჩემი გზების ფერებად...
მე მასწავლე ლოცვებით მოფერება...
და მაქციე მოსაუბრე ბგერებად...

აღარ ვნაღლობ თუ ზაფხული ბრუნდდება...
დროსთან ერთად სხვა დროებიც იქმნება...
გულნატკენი დღეები გაბრუნდება...
და სინათლე მზისგან კვლავ შეიქმნება...

5.04.23

თ.ფუტკარაძე
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →