შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

🌸

ნუ დავივიწყებთ წარსულს,
როგორ ავიდგით ენა
როგორ გვირწევდით აკვანს!
გვეფერებოდა ზენა...

ოცნებებს აყოლილი
გვითენდებოდა დილა,
ფიქრებად გაყოლილი,
გზებს ვიმოკლებდით ტკბილად...

ჩვენი მერხი და სკოლა
ჩვენი პატარა ეზო..
კლასობანა და სროლა...
წრეში ბურთი და მდელო

გავიდა დრო და წლებმა,,
როგორ იცვალა ფერმა...
ხმაც შეიცვალა ბევრმა...
გზის არღა არის მზერა...

ცხოვრების პარალელში...
უხვად მყოლია მსმენი...
მეც ბევრი ვნახე წრეში...
სიფერადეა ბევრში...

ზოგს ვარდი მოსწონს მთისა...
ზოგს გვირილები ბარში...
ზოგს ქუდი თავის გზისა...
ზოგსაც არწივი ცაში...

ტრიალებს,ბრუნავს ენა...
მას არ ქონია სმენა...
მხოლოდ ერთია ზენა...
რითაც იქმნება თმენა...

ნუ დავივიწყებით წარსულს...
გვახსოვდეს მომავალიც...
გარდამავლობა სულის...
შთამომავლობის ვალიც...

ტოტნი ვახაროთ ფესვზზე...
არ დაუმტვრიოთ ყლორტი...
შეუქმნათ მსუყე ფონი...
ოღონდ ალალი შრომით....

26.03.23

თ.ფუტკარაძე
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →