შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

🌸

ალბათ არ შემდგარი გაზაფხული...
იმიერში ყვავილდება,

თითქოს სამოსახლო არნახული...
მარადისობაში გვხდება...

ალბათ ლოდინია სამომავლო
მომთმენთთა შეხვედრისაო...

ცათა დამკვიდრება სასუფეველს!
გარდაუვალ- შემთხვევისაო...

და რომ, ლახვარს დაგცემს მწუხარება
თითქოს გულ-დაჭრილი დგახარ ...

მაგრამ სევდა არის მდუმარება,
სულით ნაიარევს გავხარ...

ღმერთო ყოველივე შენითაა...
შობაც და გარდაცვალებაც...

თქვეგან მიტევება ქმედითაა...
რწმენაც და მისი ცვალებაც...

ალბათ არ შემდგარი გაზაფხული...
ცრემლებს წაუღია სევდად ...

თითქოს ცად ეწვევა მას ზაფხული...
უფალს მოუქარგავს ზეცა..

24.03.23

თ.ფუტკარაძე
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →