შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

დროის სიმართლე

დაელოდე! ნუ დაასწრებ დროს სათქმელს.
შენ ვერ იტყვი,ისე როგორც ის იტყვის...
ყველას სახეს თავის სარკეს მოარგებს,
არ გარიყავს ბედი არცერთ სიმართლეს...

დაელოდე თუნდაც წლები დაგჭირდეს,
არ დაუშვა ვინმემ გაგადიდგულოს,
თუნდაც ვინმემ ოქროს გედი დაგპირდეს,
თუნდაც ვინმემ უმადურად გიგულოს...

მთავარია უფალს ანდო სიმართლე...
მთავარია ღმერთმა მოგცეს სინათლე...
არ ინანო, თუ კი ვინმეს რაც არგე...
ნიადაგზე მოთმინების ხე დარგე...

გავა დრო და ტოტი ნაყოფს მოიტანს,
და ამ ნაყოფს სამართალი ერქმევა!
ამ ჩრდილის ქვეშ ყველა წყურვილს მოიკლავს!
რადგან ფესვზე წყაროს წყალი იღვრება....

20.03.2023

თ.ფუტკარაძე
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →