შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

🌸

ცა ვარდისფრად შეღებილი,ზეცის კედელს მიჯაჭვული,
და მთებს ჰქონდა არეკლილი ატმის რტოდან გაზაფხული,
როგორ წვანან კავკასიონს მყინვარები დაზაფრული..
ვით ვერ შეძლო მზის სხივებმა რომ გაეთბო მათი გული...

რა იცოდა სხივოსანმა,იმ კალთაზე თუ რა არის!
თუკი სითბო ვერ იგემა,ამით ვისი ბრალი არის,
არ ეგონა მომდურავი,თუკი ყავდა და ვინ არის,
მთის ჭიუხნი ცად აწვდილი,მნათლობისგან მომდურ არის...

დედა-მიწავ არ გამძიმებს?ბოღმიანი ზედაპირსა...
ან სხეული როგორ უძლებს მისდა გულსა
ღვარძლიანსა...
ცბიერია თვალი მისი,წერტილს ხედავს მთას და ბარსსა...
მაგრამ უჭირს გააზრება რად ემსგავსავსა ნიაღვარსსა...

გულო ჩემო რად იგემე,თვალთა ასად ჭირნახული...
უნებლიედ მიგაჩნია სეტყვა ღრუბლით წარმოქმნილი,
ჰგონია,რომ სილაჟვარდე არ გიმტყუნებს ცითა ქმნილი...
სიმტკიცეში უნდა გპოვო,ვით მზის სხივი ამად ქმნილი...

არ ვისურვებ იოლსა გზასა, თუ კი არის გაყიდული...
ვერ დავლაშქრავ მთის მწვერვალებს თუ კი არის განწირული...
არ ვინდომებ ცაში ფრენას,მიწა თუა გარიყული...
სულს მიუძღვნი სიკეთესა,თუნდაც ვიყო განგმირული...

17.03.2023

თ.ფუტკარაძე
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →