შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

🌸

როგორ გაილია წლეები...
ფიქრებს გაჰყოლია დღეები...
თითქოს აჩრდილია ხეები...
ფიფქებს გადაფარავს წვიმები...

როგორ მიილია ბავშვობა...
თითქოს არც კი იყო გაგვშორდა...
არც კი გვეკითხება რას შვრება...
მხოლოდ შევამჩნიეთ ავდრობდა...

მწუხრი დედამიწა დამჩემდა...
მძიმე ტკივილისგან დაბნელდა...
ცოდვა დაგროვილი ზარს მცემდა...
სხივი იმედისა თან მსდევდა...

უფალო გონებას გთხოვ გაგვინათლო...
რომ ფიქრად მოგვიქციო სამართალი...
რადგანაც აღარ ითმენს ეს სამყარო...
მხოლოდ რწმენა დაგვრჩა საფიქრალი...

9.02.2023

თ.ფუტკარაძე
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →