შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

🌸

რა გვაკლია ბუნებისგან რად ვემდურვით?
მზის სინათლე, წყალიცა და დედამიწა...
ჩვენთვისაა რაც კი არის ამა ქვეყნად...
ჩვენთვისაა ღირებული ცა და მიწა...

გთხოვთ დავფქრდით,მოვიხაროთ ცოტა წელში,
ლოცვის ძალას სასწაული შეუძლია...
თუკი ჩვენი სული ჩვენ ვერ შევიბრალეთ...
შვილებისთვის სანთლად ვენთოდ შეგვიძლია...

უსასრულოდ გაგრძელდება სურვილები..
თუკი მასზე ფიქრს დავიწყებთ დავმარცხდებით...
მთავარია რაც გვჭირდება ის ვიკმაროთ...
დანარჩენი არ გაგყვება სამარეში...

დედამიწა ვეღარ იტევს მძიმე ცოდვებს...
ტანს მოისხით,ეს სიშიშვლე არის ცუდი...
მშობლებისგან პატიება მოითხოვეთ...
ერთმანეთის სიძულვილი მოიშორეთ...

გაიხსენეთ ვინ საიდან გადმოხვედით...
თითქმის ყველა თქვენი ნატვრა აგისრულდათ...
დავივიწყეთ რაც კი იყო ჩვენს წარსულში...
ოცნებების ზღვა კოშკები ავიშენეთ...

7.02.2023

თ.ფუტკარაძე
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →