შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

🌸

თითქოს ცად აწვდილი,
თეთრი ღრუბლებია...
მთების ხეივანი,
მწვერვალს უცქერიან...

მწვერვალს სხვა დარდი აქვს
მზესთან ურჩევნია...
მისი სიკაშკაშე,
თითქოს აღრევია...

მზე კი ოცნებებში,
ფიქრებს აჰყოლია...
იქნებ მეც ფოთლებში,
ვარდი დამებნია...

ბუც კი სინანულით,
მთვარეს შეჰღაღადებს...
ნეტა მე ამ ქვეყნად...
ვინმე შემიბრალებს...

ყველას ალბათ მოსწონს,
სხვისი ხელით ტაში...
სჯობს ვუცქირით იმას...
რაც კი არის სახლში...

სურვილს რა გამოლევს...
განა გემდურებით...
იქნებ არა სხვისი!
ჩვენით მოვიფიქროთ...

1.02.2023

თ.ფუტკარაძე
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →