შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

🌸

უფალო ცრემლნარევი გევედრები...
ნათელს დაუფასდეს პირნათლობა!
იქმნეს სულისაგან შეძახილი...
რწმენას გაუნათლდეს მართლმნათლობა...

ლხენის საზღაურად ლოცვა გვმართებს....
როგორც საფასური ღამე-დღისა...
ცოდვების გამოსყიდვას პატიება მართებს...
უფალმა უწყის ვის რა დარდი გვჭირსა!

დროა გონს მოვეგოთ,სანამ ცოცხლები ვართ!
სანამ ძალა შეგვწევს ძალზე მდიდრები ვართ!
თუ რა გველოდება გაურკვევლები ვართ!
ლოცვით ცად ავწვდებით დარწმუნებული ვართ....

უფალო შეგიძლია ბევრის მოთმინება ...
და ნუ იქნას ისე,რომ არ გვაპატიო...
მომნანიესაგან მიიღე ვედრება...
იქნებ მუხლმოყრილი ვიქმნეთ საპატიო...

უფლის სადიდებლად მუხლი მოვიყაროთ...
ცოდვის გაბნევისთვის სანთლად მოვიხაროთ...
ღმერთის სათაყვანოდ ცოტა მოვიცალოთ...
ჩვენი სინათლისთვის რაც გვაქვს ის ვიკმაროთ....

19.01.2023

თ.ფუტკარაძე
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →