შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

🌸

სულს ნუ ვუღალატებთ,ყველაზე ძნელია!
ღალატი ჩვენივე გულისა მკვლელია!
როგორ დავემდუროთ სხვას როცა ბნელია!
ჩვენივე გონება სხეულის მწველია!

როგორ ვსაყვედურობთ სხვას როცა ჩვენშია!
სიბნელის სანთელზე ვიზრუნოთ,მხსნელია!
მოვმართოთ ჭკუა,რომ სიცრუე ბნელშია!
თვალები სხეულის ყოველმხრივ მთქმელია!

ყველა დიდი ბრძოლა ჩვენში საბრძოლოა!
ცუდი ქცევები თითქოს და სამგლოვოა!
იქნებ ენა ვმოსოთ,თმენა სამლოცვოა!
მარადისობისთვის გული სამფლობლოა!

უფალი ვედრების ამსრულებელია!
უფალი ცოდვების მიმტევებელია!
უფალი პირობის აღმსრულებელია!
ჩვენში ცოდვები დაუსრულებელია!

უფალო გაგვინათე გონება!

10.01.2023

თ.ფუტკარაძე
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →