შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

🌸ობოლი🌸N 31

ქვეყანაზე ღირებული არის ალბათ კაცთა გვარი!
მასში უნდა იყოს მისი,ყველა საქმის მონაგვარი!
თუ არს ბრძენი აზრი უჭრის,ხედვაც მოაქვს მის მდაგვარი!
მაგრამ თუა მოაზროვნე სიკეთე აქვს წილნაყარი!

უფლის ძალა დაილოცოს საქმენი აქვს ამდაგვარი!
მოთმინებით ელოდება ვისი ენით,ვის სადარი!
მერმე მისი საქმეები წაადგება მას მდაგვარი!
კარგს კი კარგი მოეწევა,ცუდს საქმე აქვს რა წამხდარი!

უფლისნაირი სიყვარული,არასოდეს არსად არი!
მას ხომ ყველა კაცი უყვარს,მისი შვილნი ყველა არი!
კარგი შვილი მეტად უყვარს,პატიება მეტი არი!
დასასჯელს კი ელოდება,იქნებ მიხვდეს ხსნა სად არი!

ობლის გული პატარაა,მაგრამ უფლის ძალით არი!
მის ცრემლებზე გაჩენილა,ია მსგავსი დედის არი!
უმშობელო კაცის გული სამუდამოდ სხვაგვარ არი!
სიკვდილამდე ახსენდება,მისი გზების მონაგვარი!

ეს ქვეყანა დიდი არის,რაც უფლისგან გვაქვს ნაძღვარი!
იგი თითქოს მრავლისთვისაც არის ვითარც მოსაფარი!
უამრავი ეწვია და კვლავ ვინ იცის ვინ ნეტარი!
საზრდოობა არ გვაკლია,საყოფისად ბევრიც არი!

არ მოაკლოთ ირგვლივ მყოფთა,სიყვარული შესადარი!
სითბო მივცეთ სიხარული ობლებს მათზე შესადარი!
რაც თუ კარგი საქმე არის, ყველანაირი უფლის არი!
მაგრამ ობლის სიცოცხლე კი მბრძანებლისთვის სხვა გვარი არი!

ობლის წყენა,უფლის წყენა ორი საქმე ერთად არი!
ვაი იმას ვინც ობოლზე ცუდი რამ თქვა ცოდვა არი!
ისე უცებ დაისჯება,თითქოს იყოს ნასეტყვარი!
არ უშველის არა საქმე,თუ გინდ ქონდეს მას ბაღნარი!

რას გაწუხებს,რით შეიქმენ მტრულად ასე შეიპყარი!
რად ემდურვი,ან შენ ვინ ხარ,მოსამართლედ მოეპყარი!
გაიძულეს ამა საქმის მსაჯულიბა რად იპყარი!
შენი საქმე განადიდეთ,დრო არ კარგო შესაპყარი!

თუ შეძლებ,რომ გაახარო ესეც შენთვის კარგი არი!
სხვა საქმეში ნუ ერევი,ბუნებასაც ესმის მდარი!
შენი ენა სიტყვებია,ორპირობით მონამძღვარი!
ქარსაც მოაქვს თითქოს მტვერი ისე მოდის მონაგვარი!

უფლის ნებით ობლის ბედი დაილოცოს ამად დარი!
არ დარჩება მისი ბედი არასოდეს რა წამხდარი!
თუ რამეა ამ ქვეყანას ლამაზი და შესადარი!
ყველა ობოლს მისცემოდეს,სიყვარულით მონაგვარი!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →