შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

🌸

მიხმობს ხუთ ხმოვანი ენა თავის ოცდაცამეტ წევრიან ჯგუფში მხიბლავს მათი ჟღერადობა მეტად სასიამოვნო მოსასმენია მკვეთრად საზღვრებს მიღმა,რადგან უცხო ბანზე განი სისხლში პლაზმასავითაა,რომლითაც ვსულდგმულობთ…
მსოფლიოს ხალხთა შორის ჩვენი ხმა დიდებულთა შორისაა თავისი ხნოვანებით,გამძლეობით და ხმოვანებით,რამდენს აუმღერებია ჩონგური ამ ხმაზე.
წმინდანის ხელითაა დაწერილი და სუფთა ისტორიაში გაწერილი თითქოს ანგელოზთა ხმის ღაღადია,დღევანდელი დღის გალობა.
საქარეთიც გამოუვლია და სამარისებრ სიბნელეც,მაგრამ ეს ხომ ხვედრითი გზებია ჩვენდა განსაცდელად…
ჩვენდა გამოსაცნობად
ჩვენდა აღსადგენად….
რადგან სიძვირფასემ ღირებულება არ დაკარგოს.
გლობალურ სამყაროში სიკეთისა და ქარიშხლის ქროლაში წმინდანთ ხმაზე ვედრება ყოვლად ძლიერია,ამიტომაც არსებობა მისი სიმტკიცის ურყეველია.
მჯერა წყაროს წყალზე დაწყურებული კვლავ უამრავი სიცოცხლეა,რომლებიც წკრიალის ხმაზე იღიღინებენ ჩუმად ოჯახურ გარემოში,ეს ხმა გაძლიერდება ხმათა სიუხვეზე,აჟღერდება და კვლავ გაამრავალხმოვანებს ქართლის დედის ხმაზე იავნანას.
ფეტოსის ფრესკა ჩვენი ისტორის სიძვირფასეა,მას გადაშენება არ უწერია.
ქარ-რთულ რთველ კალამს მიუხედავად სიძნელეებისა საქარეთში მტრედს თავის დაღწევა მხოლოდ ველოში შეუძლია და ვფიქრობ სულ მალე უფლის ნებით იბერია გაბრწყინდება.

8. 10. 2022

თ. ფუტკარაძე
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →