შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

მე მეგობარი გიწოდე რადგან ...

მე მეგობარი
გიწოდე რადგან,
მთელი სხეულით
დაგაქვს სამყარო
რომელსაც, ჩემი
ცხოვრება ჰქვია
რომელშიც ,
ხან წვიმს
ხანაც ძალად თოვს .
*
მე მეგობარი ,
გიწოდე რადგან
გული შუაზე
გადამიხლიჩე ,
და საერთო
ყველა ის გრძნობა
რომელსაც, მძაღე
ყოფა გვიმიზნებს .
*
მე მეგობარი
გიწოდე რადგან ,
ცამდე მართალი
დაგაქვს თვალები ,
უსამართლობას
ხედავ და ბორგავ ,
ნელ-ნელა გწამლავს
მწარე ნაღველი .
*
მე მეგობარი
გიწოდე რადგან ,
ყველა წავიდა
როცა შენ დარჩი
როგორც იესომ ,
მოუხმო მამას
სწორედ მის მსგავსად
მიწად შენ მყავდი .
*
მე მეგობარი
გიწოდე ომში ,
გიწოდე გლოვის
მწარე თარეშში,
შენ მომეშველე
იმ ხანად ლოცვით
ეკლიან გზაზე
მცველად დამჩემდი.
*
მე მეგობარი
გიწოდე რადგან ,
უერთმანეთო
არ გვაქვს წამები ,
და ვით ტყეები
გადაჩეხილი
შენით ლაზარეს
მსგავსად აღვსდექი .
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →