ჩანაწერი
Laravel
დაკარგული ოცნება
კვლავ შემომაწვა დაკარგული ოცნების სევდა...
ფიქრებს მოასკდა იისფერი წვიმების თქეში...
შენ უკან დამრჩი სინანულად,...- სულ თან, რომ მსდევდა...
თუმცა, - იმედი გაზაფხულის .. -დატოვე ჩემში...
დარდი მოწვეთავს საწამლავად გულის საკნიდან...
ნისლმა დაბურძგლა მზის სხივების ცელქი კიაფი...
ქარი ამღერდა მიჯნურივით თითქოს სარკმლიდან...
და უნებურად გამახსენა ედიტ პიაფი...
მერე მომხვია ...- გამიტაცა წარსულ რეალში...
წამი შევავლე სიყმაწვილის ნაცნობ ლელიანს...
გარინდულ ღამის მოჩურჩულე ვერხვთა შრიალში...
მთვარის სხივები ძველებურად ისევ გველიან...
მაგრამ, - მირაჟი წამიერი, - კვამლივით გაქრა ...

შენ უკან დამრჩი და ოცნებაც ნატვრებად ჩაქრა...
თუმცა, -იმედი გაზაფხულის,...- დატოვე ჩემში!..

კომენტარი
0