შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

დღეს გათოვდა

დღეს გათოვდა და ყველას ათოვდა ირგვლივ ჩემ გარდა,
არადა ვგრძნობდი სველ და გაყინულ სხეულს.
,,რა დაგემართა? რა დაგემართა? ''_ ხმა მე მეძახდა,
მე კი ღიმილით შევედავე და გავაჩუმე.

თოვდა ისეთი გამჭვირვალე, მკრთალი ფიფქებით
მიჭირდა ხედვა, მაგრამ ვგრძნობდი თითო ოროლად,
მერე მოვიდა ტალღასავით შემდგარი სევდა
და ჩამიქროლა, არ გაჩერდა და ჩამიქროლა.

მიკვირს, ცხადია თუ სიზმარში ვარ ისევ ფხიზლად?
როგორ.. გავები იმ მახეში, რომელსაც ვუკრთი?
თუ სიზმარია, არ დამთავრდეს ჩემი სიფხიზლე
და თუ ცხადი ხარ იაგუნდის ყვავილებს უდრი.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →